Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი მართავს შეხვედრებს კრიზისის მოსაგვარებლად


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში მართავს შეხვედრებს კრიზისის მოსაგვარებლად. ამავე დროს გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. დღეს იანუკოვიჩი კრიზისზე მოსალაპარაკებლად ხვდება უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტს - ლეონიდ კრავჩუკს, ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშჩენკოს. კიევში დღეს შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონიც. როგორც იუწყებიან, კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე 400-მდე ადამიანი რჩება. წუხელ პოლიციამ აიღო კარვები მთავრობის შენობებთან და შეიჭრა ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ შტაბ-ბინაში, წაიღო კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში სამი კვირაა გრძელდება და კულმინაციას მიაღწია კვირას, როცა კიევში ასიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და ჩამოაგდეს საბჭოთა ლიდერის, ვლადიმირ ლენინის ძეგლი.
XS
SM
MD
LG