Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აღნიშნავენ ადამიანის უფლებების დღეს


მსოფლიოში აღნიშნავენ ადამიანის უფლებების დღეს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ის 1950 წელს დააწესა. საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც შესულია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მთავარი პრობელმები - უმცირესობების უფლებების შელახვა, საჯარო მოსამსახურეების მასობრივი გათავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობა. ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. როგორც ის ფიქრობს, როცა ამ დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, „კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ტრადიციას გაგრძელება და განვითარება სჭირდება. რომ ისტორიაში არასოდეს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება საკმარისია, როდესაც სასურველ ვითარებას მივაღწიეთ და უფლება გვაქვს, მიღწეულს დავჯერდეთ“.
XS
SM
MD
LG