Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: არასდროს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება საკმარისია


ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის გამო მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებებს საკაცობრიო კულტურის ფუნდამენტს უწოდებს. ”უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციას გაგრძელება და განვითარება სჭირდება, და რომ ისტორიაში არასდროს დგება მომენტი, როდესაც თავისუფლება საკმარისია, როდესაც სასურველ ვითარებას მივაღწიეთ და უფლება გვაქვს მიღწეულს დავჯერდეთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური უზრუნველყოფა მხოლოდ საერთო და უწყვეტი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG