Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკას


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის და ქარელის რაიონის სოფლებთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების და მავთულხლართების გავლების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. "რუსეთის უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებას და იწვევს სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულვებელყოფით საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკას, რომელიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოსკოვის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე უარის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციას რუსეთის ქმედებების უკანონობის მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, განაგრძონ ეფექტური ზომების მიღება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე საგანგაშო პროცესების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG