Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩმა ყველა მხარე მიიწვია კრიზისის მოგვარებაზე სასაუბროდ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ყველა მხარეს, მათ შორის ოპოზიციასაც იწვევს მოლაპარაკებებზე პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. იუშჩენკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში შესულია ოპოზიციის მიმართ მოწოდება, „ნუ გაუყვება კონფრონტაციისა და ულტიმატუმების გზას“. იანუკოვიჩი ოთხშაბათს შეხვდა ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატებს, მათ შორის ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეტრინ ეშტონს. ეშტონის განცხადებით, შეხვედრის დროს იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ მიმართავს ზომებს კრიზისის 24 საათში მოსაგვარებლად. ამასობაში, კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე გრძელდება დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც ისევ აღმართეს ბარიკადები. წინა ღამით ათობით დემონსტრანტი და პოლიციელი დაშავდა დაპირისპირებისას, რომელიც მოჰყვა დამოუკიდებლობის მოედანზე სპეცრაზმელების შესვლასა და ბარიკადების ნაწილის აღებას.
XS
SM
MD
LG