Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა


ბრიუსელში მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-14 სხდომა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას როტაციის პრინციპით, წელს ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თავმჯდომარეობს. სხდომაში, რომელზეც ევროკავშირის დელეგაციას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ხელმძღვანელობს, მონაწილეობს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. სხდომის დღის წესრიგშია საქართველო-ევროკავშირის შემდგომი ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხები. დღესვე ბრიუსელში ხელი მოეწერება ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ოქმს.
XS
SM
MD
LG