Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთვარეზე დაეშვა ჩინეთის კოსმოსური საფრენი აპარატი


იუწყებიან, რომ მთვარეზე წარმატებით დაეშვა ჩინეთის კოსმოსური საფრენი აპარატი პირველი მთვარემავალით. საფრენი აპარატის დაშვების პროცესი კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით აჩვენეს ტელევიზიაში, ფრენის მართვის პეკინის ცენტრიდან. კოსმოსური ხომალდი „ჩანიე-3“ 12 დღის წინ აიჭრა ცაში. მისი მეშვეობით დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გააგზავეს მთვარემავალი „იუიტუ“. ექვსბორბლიანი რობოტი 90-დღიანი მისიით არის დაპროგრამებული.
XS
SM
MD
LG