Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: შესაძლებელია მოგვარდეს უკრაინის "მოკლევადიანი" ფინანსური პრობლემები


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი გამოთქვამს რწმენას, რომ შესაძლებელია მოგვარდეს „მოკლევადიანი“ ფინანსური პრობლემები, რომელთა გამოც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნოემბერში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ეშტონმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ფიქრობს, ევროკავშირს შეუძლია უკრაინის პრეზიდენტთან მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად - თვით ევროკავშირის, ფინანსური ინსტიტუტების, ან კერძო სექტორის დახმარებით. მისივე თქმით, კრიზისმა არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ურთიერთობაზე რუსეთთან, რომელსაც ადანაშაულებენ უკრაინაზე ზეწოლაში, რათა არ მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ევროკავშირმა კვირას გამოაცხადა, რომ შეაჩერებს კიევთან მოლაპარაკება ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG