Accessibility links

logo-print

დავით დარახველიძე: მიღწეულია შეთანხმება ბაბუშერასთან მდებარე სამარხის გახსნის თაობაზე


მიღწეულია შეთანხმება აფხაზეთში, ბაბუშერასთან მდებარე სამარხის გახსნის, გვამების იდენტიფიცირების და გადმოსვენების შესახებ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ. მისი თქმით, ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ბაბუშერასთან დამარხულია 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას, თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 58 ქართველი მეომარი. მინისტრის განცხადებით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გადმოსვენება მომავალი წლის პირველ ნახევარში მოხდება. დავით დარახველიძის განმარტებით, შეთანხმება მიღწეულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით არსებული, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში. მინისტრის ინფორმაციით, ამავე ფორმატით მუშაობის შედეგად, უკვე გახსნილია სოხუმის „დიდების პარკში“ არსებული სამარხი და მიმდინარეობს გვამების იდენტიფიცირება.
XS
SM
MD
LG