Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: „მიგრანტები ადამიანები არიან“


მიგრანტთა საერთაშორისო დღის წინა დღეს გაერო ავრცელებს განცხადებას, რომლითაც მსოფლიოს შეახსენებს, რომ „მიგრანტები ადამიანები არიან, ადამიანის უფლებებით“ და ისინი აღარ უნდა იყვნენ ექსპლუატაციის და ძალადობის მსხვერპლნი. ადამიანის უფლებების დარგში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიგრანტები მხოლოდ „ეკონომიკური განვითარების“ მუშახელად არ უნდა იყვნენ აღქმულნი. ამასთან, განცხადების თანახმად, მიგრანტები არც მხოლოდ „უმწეო მსხვერპლად“ უნდა განიხილონ, რომელსაც გადარჩენა ესაჭიროება. გაეროს უწყება მთავრობებს მოუწოდებს ებრძოლოს რასიზმის და ქსენოფობიის გამოხატვას, დასაჯოს მიგრანტთა წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენი და მიგრანტთა დისკრიმინაციის გამომწვევი პირები და ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოებრივი გარემოს განვითარებას, რომელშიც წახალისებული და დაფასებული იქნება განსხვავებების მიმართ ღიაობა, სოციალური ცვლილება და მრავალფეროვნება. განცხადების თანახმად, ყველა მიგრანტმა, ადმინისტრაციული სტატუსის თუ სიტუაციის მიუხედავად, უნდა ისარგებლოს ადამიანის ისეთივე უფლებებით, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG