Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს ვანო მერაბიშვილზე ზეწოლას


საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს და მის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. „მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა ქმედება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მსგავს ქმედებად პროკურატურა ასახელებს სასამართლოს წინა სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმის სულამანიძის დაკითხვისას, მისდამი მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნავს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სხდომის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა სულამანიძეს არ მიუცია მერაბიშვილის მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მთავარი პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა პირის მხრიდან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით სპეკულირება, რაც უკავშირდება ამ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. პროკურატურის განცხადებითვე, მიუხედავად უსაფუძვლო და არასერიოზული ბრალდებებისა, ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და განაგრძობს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.
XS
SM
MD
LG