Accessibility links

შტაინმაიერი: აღმაშფოთებელია, როგორ იყენებს რუსეთის პოლიტიკა უკრაინის ეკონომიკურ გაჭირვებას


რუსეთის და უკრანის შეთანხმებას, კიევისთვის დიდი რაოდენობით სესხის გამოყოფას და გაზის ტარიფების შემცირებას გამოეხმაურა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულე, რომლის თანახმად, ევროკავშირი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მასთან ასოცირების შეთანხმება კიევს არ აიძულებდა არჩევანი გაეკეთებინა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის. ევროკომისრის თანახმად, ბლოკი ყოველთვის ემხრობოდა ტრადიციულ სავაჭრო და სხვა ურთიერთობის შენარჩუნებას უკრაინას და რუსეთს შორის. ფიულე თვლის, რომ თუ მოსკოვში მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზებას მოიტანს ორმხრივი ხეირის საფუძველზე და ეს შეთანხმებები ჰარმონიაშია უკრაინის მიერ ნაკისრ პირობებსა და მთავრობის მიერ 18 სექტემბერს დამტკიცებულ ასოცირების ხელშეკრულების ტექსტთან, მაშინ, ამ მიღწევას მხოლოდ შეიძლება მივესალმოთო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანც ვალტერ შტაინმაიერმა აღმაშფოთებელი უწოდა რუსეთის მიერ უკრანის ეკონომიკური გასაჭირის ამგვარად გამოყენებას, ასევე იმ მიზნით, რომ ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აეცილებინა თავიდან. შტაინმაიერმა "აღმაშფოთებელი" უწოდა კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებას უკრაინის უშიშროების ძალების მხრიდან.
XS
SM
MD
LG