Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 32 ადამიანი მოკლეს უშიშროების სამსახურის ოპერაციისას


პაკისტანში 32 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციისას. ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახური ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 25-მდე ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანში, მირ ალის რაიონში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად. მეორე მხრივ, პაკისტანის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს უშიშროების ძალებთან შეტაკებისას. იუწყებიან, რომ დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირიც, როცა ჭურვები დაუშინეს ბაზარს და ერთ-ერთ კერძო სახლს. პაკისტანის არმიამ სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საღამოს თავდასხმა მოეწყო მირ ალიში მდებარე სამხედრო ობიექტზე და დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების მოკავშირე ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ანსარულ მუჯაჰედინმა“.
XS
SM
MD
LG