Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ადამიანი დახოცეს მანილის საერთაშორისო აეროპორტში


4 ადამიანია მოკლული, მათ შორის - ფილიპინების ერთ-ერთი ქალაქის მერი და 4 დაჭრილი მანილის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად. ხელისულების ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს პოლიციელის ფორმები ეცვათ და მოტოციკლებზე ისხდნენ. მათ ესროლეს უკოლ ტალუმპასა და მის ცოლს, როცა ისინი ტერმინალს ტოვებდნენ. ტალუმპა სამხრეთ რეგიონ მინდანაოს ქალაქ ლაბანგანის მერი იყო. ის და მისი მეუღლე გარდაცვლილებად გამოაცხადეს ახლომდებარე საჰაერო ბაზის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. სროლის დროს დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის - წლინახევრის ბიჭი. შეიარაღებული პირები მიიმალნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG