Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ერაყში 13 ადამიანი ემსხვერპლა ძალადობას


შაბათს ერაყში 13 ადამიანი ემსხვერპლა ძალადობას. ამის შესახებ ადგილობრივი ექიმები იტყობინებიან. პროვინცია ანბარში, ერაყის დასავლეთში, სადაც ძირითადად სუნიტები ცხოვრობენ, „ალ-ყაიდის“ მებრძოლთა წინააღმდეგ რეიდის მსვლელობისას მოკლულ იქნა ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ერაყის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური, გენერალ-მაიორი მოჰამედ ალ-კარავი. ფალუჯაში უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის განყოფილებას, რის შედეგადაც ოთხი პოლიციელი დაიღუპა. ქირქუქში სამხედრო კომპლექსს ნამღმსატყორცნის ჭურვი მოხვდა და ორი ადამიანი დაიღუპა. ბაღდადიდან სამხრეთით, 30 კილომეტრზე მდებარე ქალაქ ლატიფიაში ცეცხლი გაუხსნეს შიიტი მომლოცველების ჯგუფს. ამ დღეებში ასიათასობით შიიტი მიდის ქერბალის მოსალოცად. დღევანდელი თავდასხმებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მიმდინარე თვის დამდეგიდან ერაყში სულ ცოტა 365 ადამიანი ესხვერპლა თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG