Accessibility links

სამხრეთ სუდანში დაიჭრა აშშ-ის ოთხი სამხედრო მოსამსახურე


შაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, როცა ამერიკის სამ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ სუდანის ერთ-ერთი რაიონიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობისას. ამერიკის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები მიემართებოდნენ ბორში, შტატ ჯონგლეის დედაქალაქში. როგორც იტყობინებიან ამერიკის ერთი სამხედრო კრიტიკულ მდგომარეობაშია. აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავმა, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, შეწყვიტა ფრენა და მეზობელ უგანდაში დაბრუნდა. სამხრეთ სუდანის სამხედრო წარმომადგენლის, ფილიპ აგუერის თქმით, სამთავრობო ჯარები ვერ აკონტროლებენ ბორს. მისი სიტყვებით, აშშ-ის თვითმფრინავებზე თავდასხმაში მეამბოხეები არიან დამნაშავე.
XS
SM
MD
LG