Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 2011 წლის აჯანყების სამი აქტივისტი გაასამართლეს


ეგვიპტის სასმართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამ ცნობილ აქტივისტს, რომლებიც 2011 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებაში მონაწილეობდნენ. აჰმედ მაჰირი, აჰმედ დაუმა და მუჰამედ ადილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ამასწინანდელი არალეგალური საპროტესტო აქციის ორგანიზებაში, რაც დემონსტრაციის გამართვის წესების გამკაცრების შესახებ მიღებული ახალი კანონმდებლობის წინააღმდეგ გაიმართა. სასმართლოს განაჩენს უფლებათადამცველები დემონსტრაციების წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ზეწოლის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG