Accessibility links

logo-print

რუსეთის ოფიციალური პირები ქებას უძღვნიან იარაღის შემქმნელ კალაშნიკოვს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და სხვა მაღალჩინოსნები უსამძიმრებენ იარაღის გამომგონებელი მიხაილ კალაშნიკოვის ოჯახს. გამომგონებელი ორშაბათს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. უდმურტიის რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, კალაშნიკოვს - რომელმაც ავტომატი AK-47 შექმნა - ალბათ 26 დეკემბერს, იჟევსკში დაკრძალავენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა კალაშნიკოვის გარდაცვალება შეაფასა „მთელი ქვეყნისთვის შეუვსებელ დანაკლისად“, თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კი კალაშნიკოვს უწოდა „სამშობლოსთვის უპირობო სამსახურში ყოფნის თვალსაჩინო მაგალითი“. კალაშნიკოვმა თავისი ცნობილი იარაღი 1947 წელს შექმნა. დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო ამ იარაღის 100 მილიონამდე ასლია მოხმარებაში.
XS
SM
MD
LG