Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიცია ჟურნალისტ ტატიანა ჩერნოვოლის ცემას ანგარიშსწორებად მიიჩნევს


სასტიკად ნაცემი უკრაინელი ჟურნალისტი ტატიანა ჩერნოვოლი რეანიმაციაში იმყოფება. ცნობილ აქტივისტსა და ჟურნალისტს წუხელ კიევში, ბორისპოლის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაესხნენ თავს, როდესაც ტატიანა ჩერნოვოლმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოსა და გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას სახლების ფოტოები გადაიღო. უკრაინის ოპოზიციის განცხადებით, ჟურნალისტს ბოლო ფოტოების გადაღების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრები დაედევნნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაგმო ძალადობა და სამართალდამცველ ორგანოებს ჟურნალისტ ტატიანა ჩერნოვილის ცემის ფაქტის გამოძიება დაავალა.
XS
SM
MD
LG