Accessibility links

logo-print

დემონსტრანტებმა პაკისტანში ნატოს მომარაგების მარშრუტი გადაკეტეს


პაკისტანის ორი რადიკალური პარტიის ტეჰრიკე ინსაფისა და ჯუმათე ისლამის ასობით წევრმა აშშ-ის უპილოტო ავიაციის იერიშების პროტესტის ნიშნად ხუთშაბათს პაკისტანის ქალაქ კვეტასთან იმ მაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს, რომლის საშუალებითაც ავღანეთში მოქმედი ნატოს კოალიციური ძალების მომარაგება ხდება. როგორც დემონსტრანტებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას ისინი გააგრძელებენ აქციას და გზა სულ მცირე მომავალი კვირის ხუთშაბათამდე ექნებათ ბლოკირებული. იმავე რადიკალური პარტიის წევრებს 22 ნოემბრიდან აქვთ ბლოკირებული ნატოს მომარაგებისათვის აუცილებელი კიდევ ერთი საქარავნო მარშრუტი, რომელიც ხაიბერ პახტუნხვის პროვინციაში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG