ცხრა კაცი დაიღუპა "ან 12" ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად ქალაქ ირკუტსკთან ახლოს. ყველა დაღუპული ეკიპაჟის წევრია. თვითმფრინავი, რომელსაც ავტოტექნიკა და მარაგნაწილები გადაჰქონდა, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადგურ „ბატარეინაიასთან“ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ყველაზე პოპულარული
1