Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრანის ოპოზიცია მთავრობაზე ზეწოლას გააგრძელებს


უკრაინის ოპოზიციის ლიდერები მოწოდებით გამოვიდნენ, გაგრძელდეს საპროტესტო გამოსვლები და მოეწყოს ზამთრის დასვენების დღეების შემდეგ საყოველთაო გაფიცვა. ეს მოწოდება გაისმა ყოველკვირეულ ანტისამთავრობო შეკრებაზე, კვირას, დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც ევროკავშირის მომხრეთა გამოსვლების ეპიცენტრი იყო გასულ თვეში. პარტია უდარის ლიდერმა, ვიტალი კლოიჩკომ განაცხადა, რომ მთავრობა მოელოდა საპროტესო გამოსვლების შეწყვეტას, მაგრამ ოპოზიცია გამარჯვებამდე იბრძოლებს, განაცხადა ცნობილმა სპორტსმენმა. საერთაშორისო მედიის ცნობებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი ათეულ ათასობით იყო, მაგრამ წინა კვირაზე ნაკლები. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიებზე პოლიტიკური ზეწოლის მომხრეა 2015 წლის არჩევნებამდე. ოპოზიციური პარტია მამულის ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა მთავრობა გააკრიტიკა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. კვირას უკრაინელმა ავტომძღოლებმა დემონსტრაცია გამართეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქალაქგარეთა რეზიდენციასთან. უკრაინა უპირატესად მართლმადიდებელი ქვეყანაა და იქ ქრისტეშობა აღინიშნება ძველი სტილით 25 დეკემბერს, გრიგორიანული კალენდრით კი, 7 იანვარსს.
XS
SM
MD
LG