Accessibility links

logo-print

ტვერის სასამართლომ დააკმაყოფილა ილია ფარბერის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა


რუსეთის ქალაქ ტვერის სასამართლომ დააკმაყოფილა ილია ფარბერის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა. სოფლის მასწავლებელ ფარბერს სამი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ქრთამის აღების ბრალდებით. მანამდე შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა და საგამოძიებო იზოლატორმა. ფარბერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გათავისუფლების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სურს იმუშაოს. თუმცა ჯერჯერობით არ არის ნათელი, როდის გამოუშვებენ მას პატიმრობიდან, ვინაიდან მთელი რიგი ფორმალობებია ჩასატარებელი. მასწავლებლის საქმეს ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ფარბერი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია.
XS
SM
MD
LG