Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბას არაყჩი კმაყოფილია ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებით


ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის მთავარი წარმომადგენლის, აბას არაყჩის თქმით, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები კარგად მიიწევს წინ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ სამშაბათს გადასცა არაყჩისთან ინტერვიუ, რომელშიც მან თქვა, რომ ორშაბათს ე.წ. 5+1 ჯგუფთან მოლაპარაკება - რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია - დილის 4:30-მდე გაგრძელდა. არაყჩის თქმით, მოლაპარაკება სამშაბათს გაგრძელდება. რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ორშაბათს განახლდა მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე გასულ თვეში ირანთან მიღწეული შეთანხმების განხორციელების თაობაზე. 24 ნოემბერს ირანი დათანხმდა, ექვსი თვით შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამის ნაწილი მის მიმართ სანქციების შეზღუდულად შესუსტების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG