Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ისრაელში ჩავიდა, რათა პალესტინელებს და ისრაელის მთავრობას ბიძგი მისცეს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკება. დღეს კერი მასპინძელს, პრემიერ ნეტანიაჰუს ხვდება. პარასკევს კერი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე თვითმმართველობის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. კერის ეს ოთხდღიანი ვიზიტი მეათეა უკვე შარშან მარტის შემდეგ. ის ორივე მხარეს მოუწოდებს, მიიღონ წინასწარი ჩარჩო -შეთანხმება აპრილამდე.
XS
SM
MD
LG