Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანმოჰან სინგჰი გადადგება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა დღეს განაცხადა, რომ გადადგება მიმდინარე წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ. 81 წლის სინგჰი ძალაუფლებას ახალ პრემიერ-მინისტრს გადასცემს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი „კონგრესის პარტია“ ყველა პროგნოზის მიუხედავად მესამეჯერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ინდოეთის წამყვანი ჰინდუს ნაციონალისტური პარტია გამანადგურებლად დამარცხდა კონგრესის ბოლო შტატის არჩევნებში. სინგჰმა განაცხადა, რომ რაჰულ განდი - ნერუ-განდის პოლიტიკური დინასტიის მემკვიდრე - არის საუკეთესო კანდიდატი კონგრესის ლიდერობისა და მომავალი პრემიერ-მინისტრობისთვის.
XS
SM
MD
LG