Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სავიზო პროცედურები გაამარტივა ქართველი გადამზიდავებისთვის


რუსეთმა სავიზო პროცედურები გაამარტივა ქართველი გადამზიდავებისთვის, რომლებიც საზღვარს ავტოტრანსპორტით გადაკვეთენ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა მისი გადაწყვეტილება საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის 27 დეკემბერს აცნობა შუამავალი შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. მიქელაძის განმარტებით, რუსეთი ქართველი გადამზიდავებისთვის პრიორიტეტული რეჟიმით, წინასწარი ჩაწერის გარეშე გასცემს ერთწლიან საქმიან, მრავალჯერად ვიზას. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ვიზის გამარტივებული წესით მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე-გადამზიდავების დასაქმებას საავტომობილო მიმოსვლის სფეროში და გაზრდის ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის მოცულობას.
XS
SM
MD
LG