Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის წარგზავნილი გამოიძახა


ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის წარგზავნილი გამოიძახეს და პროტესტი განუცხადეს, თეირანის მიერ ეგვიპტეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო. საგარეო უწყებამ "მთლიანად დაგმო" თეირანის განცხადება. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა ეგვიპტეში მზარდი ძალადობის, პოლიციასა და მუსლიმთა საძმოს მომხრეთა შორის შეტაკებების გამო, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტე თვლის, რომ ირანის ეს კომენტარი ეგვიპტის საშინაო საქმეებში ჩარევაა.
XS
SM
MD
LG