Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტისემიტური მიდრეკილების კომიკოსის სანახაობის აკრძალვას მისაღებად თვლის


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებმა შეიძლება აკრძალონ ფრანგი კომიკოსოს წარმოდგენები, რომლებშიც დაშვებულია ანტისემიტური ხასიათის ხუმრობა. ვალსმა პრეფექტებს და მერებს აცნობა, რომ მათ აქვთ უფლბა აკრძალონ დიედონე მ’ბალა მ’ბალას წარმოდგენები საბაბით, რომ ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკს შეიცავენ. დიედონე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის მოიხმარს ნაცისტური მისალმების შეფარულ ვარიანტს. მის მიმართ უკმაყოფილება იქნა გამოხატული ანტისემიტისტური რემარკების გამო. მისი გამოსვლების დროს ანტირასისტული დემონსტრაციები იყო დაგეგმილი. დიედონეს დედა ეთნიკური ფრანგია მამა - კამერუნელი. ის პოლიტიკურად „ნაციონალური ფრონტთან“ არის დაახლოებული.
XS
SM
MD
LG