Accessibility links

logo-print

ბაიდენმა მოიწონა ერაყის ხელისუფლების პოლიტიკა ალ-ყაიდის მეომრების წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მიმდინარე კვირაში მეორედ ელაპარაკა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის. ბაიდენმა გამოხატა მხარდაჭერა ბაღდადის მცდელობების მიმართ - აღადგინოს კონტროლი ქალაქ ფალუჯაზე, სადაც ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მეომრები იმყოფებიან. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენმა გაამხნევა მალიკი, რომ გააგრძელოს მოლაპარაკებები ადგილობრივი თემებისა და ეროვნულ ლიდერებთან. მალიკიმ ბაიდენს გააცნო პოლიტიკური ინიციატივები, რომლებსაც ანბარის პროვინციაში ახორციელებს. ბაიდენმა მოიწონა ერაყის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება - სახელმწიფო შეღავათები დაუწესდეთ იმ სათემო ძალებს, რომლებიც მოკლავენ, ან დაჭრიან ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს. ოთხშაბათს ნური ალ-მალიკიმ ალ-ყაიდის ერაყის ფილიალს ფალუჯის დატოვებისკენ მოუწოდა და შეტევით დაემუქრა. ფალუჯის გარშემო განლაგებული ტანკები მეამბოხეებზე თავდასხმისთვის მზადყოფნაშია.
XS
SM
MD
LG