Accessibility links

logo-print

ევროპის სასამართლომ ჩეჩენი მოქალაქეების გამო რუსეთს თითქმის ორი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მილიონ ცხრაასი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს იმ ჩეჩენ მოქალაქეთა ოჯახებს, რომლებიც ბოლო ათ წელიწადში დაიკარგნენ. სტრასბურგში გამოცხადებული გადაწყვეტილებით, მოსკოვმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მისი ჯარი არ იყო 2000-დან 2006 წლამდე დაკარგული 36 ადამიანის დაკარგვისთვის პასუხისმგებელი. ოჯახების ადვოკატებმა წარადგინეს სარწმუნო ცნობები, რომ მათი ახლობლები რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ოჯახებს მათთან კავშირი მას შემდეგ არ ჰქონიათ. რუსეთი დამნაშავედ სცნეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში არაერთ შემთხვევაში ჩეჩნეთის კონფლიქტის პერიოდში. რუსეთს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
XS
SM
MD
LG