Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში ხუთი სავარაუდო ტერორისტი გააუვნებელყვეს


ნალჩიკში, დაღესტნის დედაქალაქში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაციის ადგილის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს და გაუვნებელყვეს საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები და ასაფეთქებელი მოწყობილობა. იუწყებიან ასევე, რომ შაბათ დილას ნალჩიკის ზოგიერთ რაიონში ტერაქტების აღკვეთის მიზნით „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოცხადდა. ოფიციალური ცნობით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG