Accessibility links

„ჰიუმან რაითს უოჩმა“ გამოაქვეყნა გზამკვლელი სოჭის ოლიმპიური თამაშებისათვის


უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" გამოაქვეყნა სოჭის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის განკუთვნილი გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის, საფრთხეებზე და ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებზე ყურადღების გასამახვილებლად. ეს დარღვევები, "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, "ეწინააღმდეგება ოლიმპიური ქარტიის ფასეულობებს“. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, გააუმჯობესოს ქვეყნის იმიჯი, ოლიმპიურ მზადებას ჩრდილს აყენებს ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ჩათვლით. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რუსეთში ჰომოსექსუალური „პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონით გამოწვეულ მწვავე კრიტიკაზეც.
XS
SM
MD
LG