Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედგაცრუებულია ამერიკელი ჟურნალისტისთვის რუსეთის ვიზაზე უარის თქმის გამო


ამერიკელი ჟურნალისტისა და რადიო თავისუფლების მრჩეველის, დევიდ სატერისთვის რუსეთის ვიზაზე უარის თქმის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მერი ჰარფმა თქვა, რომ ინფორმაციის თავისუფალი დინებისთავის ხელის შეშლა აფერხებს თავისუფალი დებატისა და დისკუსიას. აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა, ელიოტ ენჯელმა განაცხადა, რომ ვიზაზე უარის თქმა რუსეთში პრესის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებელი ჟურნალიზმისთვის მიყენებული კიდევ ერთი დარტყმაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რადიო თავისუფლების მრჩეველმა და ჟურნალისტმა დავიდ სატერმა „უხეშად დაარღია“ რუსეთში შესვლის სავიზო პროცედურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სატერი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ვიზის მისაღებად ნაცვლად გასული წლის 21 ნოემბრისა, ხუთი დღის დაგვიანებით, 26 ნოემბერს გამოცხადდა. უწყების საიტის თანახმად სატერს რუსეთში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. დეკემბერში მას თავდაპირველად აცნობეს, რომ მისი მოთხოვნა ვიზაზე დაკმაყოფილდა და საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან გაიცა შესაბამისი ნომერიც. თუმცა, ამ ნომრის კიევში, რუსეთის საელჩოში წარდგენის შემდეგ ამ დღეებში დევიდ სატერს აცნობეს, რომ ვიზაზე უარი ეთქვა, როგორც „არასასურველად“ პირს. დევიდ სატერი, როგორც რადიო თავისუფლების მრჩეველი 20013 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, წერს რეპორტაჟებს, აქვეყნებს კომენტარებს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსხურისათვის, რუსეთის იძლევა ინტერვიუებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე აკეთებს ანალიზს სახვადასხვა მედიასაშუალებებისათვის. როგორც რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი კევინ კლოსის განცხადებაში ნათქვამი, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, სატერის თაობაზე ოფიციალური ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. კევინ კლოსი მიიჩნევს, რომ დევიდ სატერის მიმართ ტერმინ „არასასურველის“ გამოყენება, მის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG