Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყება ევროკავშირის ქვეყნებს აკრიტიკებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აკრიტიკებს 2013 წელს ევროკავშირში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, სიმწვავის მხრივ, გამოირჩევა „მზარდი ქსენოფობია, რასიზმი, აგრესიული ნაციონალიზმი, შოვინიზმი და ნეო-ნაციზმი“. ანგარიშში საუბარია აგრეთვე „ბავშვთა უფლებების დაცვის ხარვეზებზე, გენდერულ უთანასწორობაზე, პოლიციის მიერ უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობაზე“. ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ანგარიშში ყურადღება მახვილდება ლატვიასა და ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე.
XS
SM
MD
LG