Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი უარყოფს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების არსებობას


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნის დროს კვლავაც უარყო თავის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ილხამ ალიევს აღნიშნული შეკითხვა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდეტმა დაუსვა, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ციხეში მყოფი საპრეზიდენტო კანდიდატი ილგარ მამადლოვი და დამოუკიდებელი დამკვირვებელი ანარ მამადლი. ალიევმა დასძინა, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტის საბჭომ ასამბლეამ გასულ კვირაში დაბლოკა. ალიევის თქმით, ბაქო შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არც ევროსაბჭო და არც ევროპარლამენტი დღემდე არ შეთანხმებულან ტერმინ „პოლიტიკური პატიმრის“ მნიშვნელობაზე.
XS
SM
MD
LG