Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურატურა შეისწავლის კეზერაშვილის საქმეს


„მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის,“ - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003 - 2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. აუდიტორული კომპანია "დელოიტის" დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნესსექტორში გადასვლის შემდეგ მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG