Accessibility links

logo-print

პაკისტანის არმიას პერმანენტული ბაზა ექნება სვატის ველზე


პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის განცხადებით, არმიის პერმანენტული ბაზა განთავსდება სვატის ველზე - ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, რომელშიც ხშირია ძალადობის აქტები. სვატის რაიონია ის ადგილი, სადაც თალიბმა ექსტრემისტმა 2012 წლის ოქტომბერში თავში ესროლა მალალა იუსუფზაის - გოგონების განათლების უფლებისთვის მებრძოლ მოსწავლეს. პაკისტანის არმიამ 2009 წლის ივლისში გამოაცხადა სვატის რაიონზე კონტროლის აღდგენის შესახებ მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი 2007 წელს დაიპყრეს თალიბებმა.
XS
SM
MD
LG