Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკომ თანამოქალაქეებს მოუწოდა გამაფრთხილებელი გაფიცვისკენ


უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „უდარის“ თავმჯდომარე ვიტალი კლიჩკომ უკრაინელებს ხუთშაბათს „გამაფრთხილებელი გაფიცვისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ კლიჩკომ „ტვიტერზე“ დაწერა და თანამოქალაქეებს მოუწოდა მორიგეობით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი. კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც მესამე დღეღამეა დემონსტრანტებსა და მილიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს, ხუთშაბათს დილით დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი დამოუკიდებლობის მოედანზე. მანიფესტანტები მანქანის საბურავებს წვავენ, მთელი ქუჩა კვამლშია გახვეული. ცეცხლის ჩაქრობის ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდება, რადგან დემონსტრანტები კვლავ უკიდებენ საბურავებს ცეცხლს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე მივიდა ჯავშანმანქანა, რომელიც „ბერკუტის“ მჭიდრო კორდონის უკან დგას. გასულ ღამით, „ბერკუტის“ წევრებმა „ავტომაიდნის“ აქტივისტები დააკავეს. ერთ-ერთმა გაქცევა შეძლო და ყვება, რომ „ბერკუტი“ მათ მთელი ქალაქის ცემა-ცემით შემოტარებით ემუქრებოდა. სულ ცოტა ოთხი დაკავებულის ბედი უცნობია.
XS
SM
MD
LG