Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსის ფორუმზე ირანის პრეზიდენტის გამოსვლაა დაგეგმილი


დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის გამოსვლას ელიან. წინასწარი ინფორმაციით, ირანის ლიდერი შეეცდება ირანში ინვესტირებით დააინტერესოს პოტენციური ინვესტორები. ბირთვული პროგრამების გამო დაწესებული სანქციებით ირანის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა. ნოემბერში მიღწეული შუალედური შეთანხმების შედეგად ირანის მიმართ სანქციები ნაწილობრივ შეარბილეს აშშ-მა და ბრიტანეთმა. დავოსში ირანის დელეგაციაში შედიან აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი და ნავთობის მინისტრი ბიჯან ზანგანეჰი. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი დავოსის ფორუმს თვლიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობად და აგრეთვე ირანის პოლიტიკური პოზიციების განმარტების მნიშვნელოვან ასპარეზად. ირანის პრეზიდენტის შემდეგ დავოსის ფორუმზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG