Accessibility links

logo-print

სირიაში მეომარი მხარეები არ გამართავენ პირისპირ შეხვედრას


სირიაში მეომარი მხარეების წარმომადგენლები არ გამართავენ ჟენევაში პირისპირ შეხვედრას. გაეროს პრესმდივანმა დაადასტურა, რომ გაეროს წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი ცალ-ცალკე შეხვდება სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგაციებს. სირიის საკითხზე შვეიცარიაში მოლაპარაკების პირველ დღეს, ოთხშაბათს, ორი მხარის განცხადებებმა აჩვენა მკვეთრი დაპირისპირება მათ შორის. სირიის მმართველი რეჟიმის მთავრობის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ კონფერენციაზე იმსჯელონ, უწინარეს ყოვლისა, „ტერორიზმის“ საფრთხეზე. ხოლო სირიის ოპოზიციური ეროვნული კოალიციის სურვილია სირიის პრეზიდენტის გადადგომაზე და გარდამავალი მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება. ოპოზიციის დელეგატებმა დღეს განაცხადეს, რომ არ შეხვდებიან მთავრობის დელეგაციას, სანამ ის არ დათანხმებულა სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას, რასაც მხარი დაუჭირეს 2012 წელს გამართულ კონფერენციის, „ჟენევა 1“-ის მონაწილეებმა.
XS
SM
MD
LG