Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ანბარის პროვინციაში ბრძოლები განახლდა


ერაყში, ცენტრალური ანბარის პროვინციაში განახლდა ბრძოლები, რომელთა გამოც შინიდან გარბის ათიათასობით ადამიანი. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახური იუწყება ქალაქ რამადიში აფეთქებების შესახებ მას შემდეგ, რაც ბოლო ორმა დღემ იქ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ასევე ანბარის პროვინციაში მდებარე ქალაქი ფალუჯა ალყაშემორტყმულია ერაყის არმიის მიერ, იქ დროდადრო ხდება შეტაკებები. როგორც იუწყება, ფალუჯაში ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, ანბარის პროვინციაში 140 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია შინიდან გაქცევა მას შემდეგ, რაც ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა და სხვა მეამბოხეებმა 30 დეკემბერს კონტროლი დაამყარეს რამადის და ფალუჯის ზოგ რაიონზე.
XS
SM
MD
LG