Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ალექსანდრე მუხაძეს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას.


პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სიკვდილის საქმეზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გლდანის საპატიმროს ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და ამავე დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას. ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ძებნილ მეგის ქარდავას. ამასთან, სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო პატიმრების, ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამების ეპიზოდში და დაუსწრებლად შეუფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს 2011 წლის 19 სექტემბერს, რამდენიმე დღეში გლდანის საპატიმროში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გულის შეტევა დაასახელა.
XS
SM
MD
LG