Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აცხადებენ, რომ დაადგინეს ვოლგოგრადში აფეთქებების მომწყობთა ვინაობა


რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დადგენილია გასულ თვეში ვოლგოგრადში აფეთქებების მომწყობი პირების ვინაობა და დაკავებულია მათთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი. ორმა აფეთქებამ, რომლებიც ვოლგოგრადში თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს, 34 ადამიანი შეიწირა. სახელმწიფო ანტიტერორისტული კომიტეტის დღევანდელი განცხადებით, ამფეთქებლები ასკერ სამედოვი და სულიმან მაგომედოვი იყვნენ დაღესტანში დაფუძნებული ტერორისტული ჯგუფის წევრები. ამავე წყაროს ცნობით, მათი ვინაობა აფეთქების შემდეგ მალევე დაადგინეს, მაგრამ დღემდე არ გაამხილეს უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე. მათთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი, ძმები ბატიროვები, ოთხშაბათს დააპატიმრეს დაღესტანში.
XS
SM
MD
LG