Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ავტონომიურ რეგიონში ამომრჩევლებმა უარი თქვეს ევროკავშირთან დაახლოებაზე


მოლდავეთის ავტონომიურ რეგიონ გაგაუზიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. საბაჟო კავშირი რუსეთის მიერ შექმნილი გაერთიანებაა. გაგაუზიის საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, ვალენტინა ლისნიჩმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ ამომრჩევლების 98,4% მიემხრო საბაჟო კავშირთან დაახლოებას და მხოლოდ 2,7% - ევროკავშირში ინტეგრაციას. რეფერენდუმში მონაწილება მიიღო ელექტორატის 70%-ზე მეტმა. გაგაუზიის, დააახლოებით, 155-ათასიანი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ეთნიკური გაგაუზები, თურქულენოვანი მართლმადიდებელი ქრისტიანები. კიშინიოვი რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG