Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციონერებს


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი დღეს კიევში ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და ოპოზიციის ლიდერებს, საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოღებაზე მოსალაპარაკებლად. ეშტონმა წუხელ კიევში ივახშმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს დაურეკა იანუკოვიჩს და მას დიალოგისა და კომპრომისასაკენ მოუწოდა. მოსალოდნელია, რომ უკრაინის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ისევ შეეცდებიან მხარდაჭერის მოპოვებას საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, რომლებიც შეზღუდავდა პრეზიდენტის ძალაუფლებას. უკრაინაში ნოემბერში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რუსეთთან დაახლოების სასარგებლოდ. მოსალოდნელია, რომ იანუკოვიჩი პარასკევს სოჭში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
XS
SM
MD
LG