Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა რკინიგზაზე ავარიის შემდეგ


რუსეთში ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ლიანდაგიდან გადავიდა და ცეცხლში გაეხვია სატვირთო მატარებელი გაზის კონდენსანტიანი 32 ცისტერნით. ინციდენტი მოხდა კიროვის რაიონში - მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 800-მდე კილომეტრში. ოფიციალური ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა ერთი კერძო სახლი და 30 გარაჟი. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG