Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნმა დაგმო სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დაგმო ჰომოსექსუალებზე თავდასხმები და მათი დისკრიმინაცია: „ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ ლესბოსელებზე, გეებზე, ბისექსუალებზე, ტრანსგენდერებსა და ინტერსექს ადამიანებზე თავდასხმების წინააღმდეგ. უნდა შევეწინააღმდეგოთ დაკავებებს, დაპატიმრებებსა თუ სხვა დისკრიმინაციულ შეზღუდვებს მათ მიმართ“. ბან კი-მუნის გამოსვლა თანხვედრაშია რუსეთისკენ მიმართულ საერთაშორისო კრიტიკასთან, რაც რუსეთში გეი-პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG