Accessibility links

logo-print

პუტინმა გახსნილად გამოაცხადა სოჭის ოლიმპიური თამაშები


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გახსნილად გამოაცხადა სოჭის ოლიმპიური თამაშები. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი აანთეს ვეტერანმა სპორტსმენებმა - ჰოკეისტმა ვლადისლავ ტრეტიაკმა და მოციგურავე ირინა როდნინამ. ოლიმპიური ჰიმნი შეასრულა ცნობილმა სოპრანომ, ანა ნეტრებკომ. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „ფიშტის“ სტადიონზე ჩატარდა. 40 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ჩაიარეს ასპარეზობაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რომლის მედროშეც არის მოთხილამურე ნინო წიკლაური. გახსნის ცერემონიაზე მყოფ ლიდერებს შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. სოჭის თამაშები მიჩნეულია ოლიმპიურ ისტორიაში უძვირეს ასპარეზობად და იმართება უპრეცედენტოდ მასშტაბური უსაფრთხოების ზომების თანხლებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში 34 ადამიანი შეიწირა ორმა ტერორისტულმა თავდასხმამ.
XS
SM
MD
LG