Accessibility links

40 წლის ნორვეგიელმა ბიატლონელმა მე-12 ოლიმპიური მედალი მოიპოვა


ნორვეგიელმა ბიატლონელმა ოლე ეინარ ბიორნდალენმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე შაბათს ოქროს მედალი მოიპოვა, რაც მისთვის ზამთრის ოლიმპიურ ასპარეზობებზე მოპოვებული სარეკორდო, მე-20 მედალია. 40 წლის ნორვეგიელმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - ის ყველაზე ასაკოვანია სპორტსმენებს შორის, ვისაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი რგებია. მანამდე, სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი ერგო ამერიკელ სნოუბორდელს, სეიჯ კოცენბერგს. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ნორვეგიელმა და კანადელმა სპორტსმენებმა. რუსეთისათვის შაბათმა მედლის გარეშე ჩაიარა. სოჭში პარასკევს გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლებშიც ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG